სიახლე
ერთადერთმა უსინათლო ამომრჩეველმა ბრაილის შრიფტიან ბიულეტენზე უარი თქვა
55 წლის სურიკ ჩიჩიანი მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში ცხოვრობს. ის ერთადერთი უსინათლოა, რომელიც მარნუელის N26 საარჩევნო უბანზეა დარეგისტრირებული.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, უბანზე ხმის მისაცემად მისულ სურიკს კომისიის წევრმა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიულეტენი მისცა, მაგრამ სურიკმა ჩვეულებრივი ბიულეტენი მოითხოვა.

„მივედი არჩევნებზე სკოლაში, მიცნო კომისიის წევრმა და მითხრა, რომ ბრაილის შრიფტს მოგცემო. ავიღე ბიუეტენი ხელში და მერე დავფიქრდი, რომ ახლა ეს რომ შემოვხაზო და ჩავაგდო მერე ყველა მიხვდება თუ ვის მივეცი ხმა.“ - იხსენებს სურკ ჩიჩიანი

სურიკმა 2018 წელს არჩევანი სხვისი დახმარებით, მაგრამ მაინც დააფიქსირა. წელს კი, მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებზე, მონაწილეობა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მიიღო.

სურიკი ფიქრობს, რომ ისეთ საარჩევნო უბნებზე, სადაც მხოლოდ ერთი, ან ორი უსინათლოა რეგისტრირებული ბრაილის შრიფტიანი ბიულეტენით არჩევანის დაფიქსირება კარგი არაა.

„მინიმუმ 5 უსინათლო რომ იყოს რეგისტრირებული ერთ უბანზე კიდევ შეიძლება ბრაილის შრიფტით ხმის მიცემა, რადგან გაჭირდება იმის დადგენა თუ ვინ ვის მისცა ხმა, მაგრამ როდესაც მხოლოდ ორი ან სამია, არამგონია კარგი იყოს“ - გვითხრა სურიკ ჩიჩიანმა

55 წლის სურიკისათვის არჩევნებზე ფარული კენჭის ყრის პრინციპი მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ გეგმავს მომავალშიც ჩვეულებრივი ბიულეტენით ხმის მიცემას.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა მერიაში მიმდინარე
მოვლენების შესახებ ინფორმაციას
აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა მერიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას
მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს 24 ივნისიდან
იუსტიციის სახლში ატესტატის აღება შეეძლებათ.
მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს 24 ივნისიდან იუსტიციის სახლში ატესტატის აღება შეეძლებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელი
აქტივისტის დაკავებასთან
შინაგან საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანელი აქტივისტის დაკავებასთან
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებამ ნაადრევი
ქორწინების წინააღმდეგ 18 დღიანი კამკპანია,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებამ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ 18 დღიანი კამკპანია,

იტალიური კალიის კერები მარნეულშიც დაფიქსირდა.

იტალიური კალიის კერები მარნეულშიც დაფიქსირდა.

მარნეულში კაზინოსთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით
დაიწყო.

მარნეულში კაზინოსთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.


ქალაქ მარნეულში დასუფთავების ახალი სისტემა ინერგება.

ქალაქ მარნეულში დასუფთავების ახალი სისტემა ინერგება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ
დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის,
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის,