სიახლე
მარნეულში გველის კბენის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

მარნეულში ქვეწარმავლის კბენის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძე მოგვაწოდა და თქვა, რომ შემთხვევა მაისის თვეში მოხდა.

გველმა ქვემო სარალში მცხოვრებ მამაკაცს უკბინა, რომელსაც ვაქცინა გაუკეთეს და სამედიცინო დაწესებულება 24 საათში დატოვა.

„საჭირო ვაქცინა რაიონში ყოველთვის გვაქვს. არ არის დეფიციტი. მარაგში არის მარნეულის ავერსის კლინიკაშიც და ჯეო ჰოსპიტალშიც“ - თქვა ლაფერაძემ.

ლაფერაძის თქმით, წელს ეს გველის დაკბენის პირველი შემთხვევაა.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია