26 მაისის ქუჩის ტროტუარს და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიას 26 415 ლარად რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობისა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის 26 415 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.


საპროექტო მონახაზის მიხედვით, 26 მაისის ქუჩაზე სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 89მ-ს. ხოლო იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებულია ფილები, რომელიც ჩანაცვლდება ანალოგიური ბაზალტის ფილით.

მერიამ ტენდერი 23 მაისს გამოაცხადა და მასში მონაწილეობის მიღება მსურველ პრეტენდენტებს 3 ივნისამდე შეეძლებათ.
Print