იმირის „გადაჭრილი გორის“ მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტში მერია 101 695 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტში იმირის ,,გადაჭრილი გორა“ –ს არქეოლოგიური კომპლექსის ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის ტენდერი გამოცხადდა.

მარნეულის მერია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მომზადებაში 101 695 ლარს დახარჯავს.

ტენდერის მიხედვით, იმირის „გადაჭრილ გორაზე“ ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით საჭიროა ტერიტორიის ფუნქციური ზონირება, მარნეული-სადახლოს საავტომობილო მაგისტრალიდან არქეოლოგიური ძეგლის ქვედა ბაქნამდე, არმირებული-ბეტონის სამანქანო გზის მოწყობა მანათობლებით, საგზაო ჯებრებით და მწვანე ნარგავებით, მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე გადაჭრილი გორის მიმართულების საინფორმაციო ბანერის მოწყობა, არქეოლოგიური ძეგლის გადახურვის მოწყობა ალიზის შენობების სპეციფიკის შესბამისი პირობების გათვალისწინებით და თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს მოწყობა.

„არქეოლოგიური გათხრები მარნეულის ნეოლითურ დასახლებებზე XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო (შულავერის გორა, იმირის გორა, გადაჭრილი გორა) და ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ამდენად კვლევების შედეგად მსოფლიო სამეცნიერო წრეებმა (აშშ, კანადა, საფრანგეთი, იტალია, დანია, ისრაელი და სხვა) დაადგინეს, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოაშინაურა და დაწურა ღვინო“ - წერია სატენდერო წინადადებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანომ ტენდერი 4 ივნისს გამოაცხადა. მასშ მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 15-დან 20 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები