მარნეულის 8 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებში 824 162 ლარი დაიხარჯება
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანომ 8 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოების შესრულებისათვის ექვსი ტენდერი გამოაცხადა.

თითოეული სკოლისათვის ტენდერი განსხვავებული თანხითაა გამოცხადებული რომლებიც ძირითადად სკოლის საპირფარეშოების რემონტს, კარ-ფანჯრების შეცვლას, ჭერის რემონტსა და გათბობის სისტემის მონტაჟს გულისხმობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ სკოლების სარემონტო სამუშაოებისათვის ჯამში 824 162 ლარი გამოყო.

სკოლების და მათში განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • არნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოს საჯარო სკოლის სახურავისა და საპირფარეშოს რეაბილიტაცისა და კარ-ფანჯრების შეცვლის სამუშაოების შესყიდვა - 194 678 ლარი
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის საჯარო სკოლის საპირფარეშოს (სკოლის შენობაში) მოწყობის და სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის დამხმარე შენობის (ყოფილი მირზოვკის სკოლა) საპირფარეშოს რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა - 69 889 ლარი
  • ქალაქ მარნეულის N4 საჯარო სკოლაში სახურავის რეაბილიტაცია, გათბობის სისტემის მონტაჟი და შიდა კარების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა - 173 101 ლარი
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ყულარში საჯარო სკოლის საპირფარეშოს რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა - 34 198 ლარი
  • ქალაქ მარნეულის N6 საჯარო სკოლის და სოფელ ყიზილაჯლოს საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები - 158 661 ლარი
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოები - 193 635 ლარი

Print