ოთხი კორპუსის სახურავის რეაბილიტაციაში მარნეულის მერია 170 011 ლარს დახარჯავს
ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ოთხ საცხოვრებელ კორპუსს მერია სახურავს შეუცვლის.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე N3, N5, N7 და N25 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში სახურავის შეცვლისათვის ჯამში 170 011 ლარი დაიხარჯება.

N3 და N5 კორპუსებისათვის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი ცალკეა გამოცხადებული, რომლის ღირებულებაც 105 828 ლარია. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 14-დან 17 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ.

რაც შეეხება N7 და N25 კორპუსებს, მერია მათი სახურავების რეაბილიტაციაში 64 183 ლარს დახარჯავს. ხოლო კომპანიებს, რომლებსაც ტენდერში მონაწილეობა სურს, სატენდერო წინადადებების წარდგენა 14-დან 17 ივნისამდე პერიოდში შეეძძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print