ქალი საზოგადოების ნაზი არსებაა და საზოგადოებას სიცოცხლისთვის სტიმულს აძლევს - რუსლან გაჯიევი ქალთა მიმართ ძალადობაზე
რამდენიმე კვირაა, რაც მედიასაშუალებების მიერ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიოებში, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები აქტიურად შუქდება.

ამის მაგალითებია ლაგოდეხში 16 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტი, როდესაც სკოლის მოსწავლემ მშობიარობის დღემდე არ იცოდა რომ ორსულად იყო და შემთხვევა საგარეჯოში, როდესაც 24 წლის კაცმა 14 წლის გოგოზე იძალადა.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშრებით სამართალდამცავმა უწყებებმა გამოძიება და მოქმედება სწორედ მედიასაშუალების მიერ გაშუქების შემდგომ დაიწყო. ძალადობის ორივე ფაქტზე ინფორმაცა თავდაპირველად Reginfo.ge-მ გაავრცელა.

ფაქტების გასაჯაროებამ საზოგადოებაში მოძალადეთა და სახელმწიფოს მიმართ აგრესია გამოიწვია. ძალადობის შესახებ მარნეულელი პარლამენტარების აზრი საზოგადოებისათვის საინტერესო გახდა. ხოლო სახელმწიფო პირების მიერ აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით სიჩუმემ საზოგადოებაში განსხვავებული დამოკიდებულება გამოიწვია.

რადიო „მარნეული“ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით კომენტარის გასაკეთებლად მარნეულელ დეპუტატ რუსლან გაჯიევს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ - „ქალის მიმართ ძალადობა მოუთმენელია, მუღებელია, რა თქმა უნდა, ადამიანს არ შეუძლია ამ აზრის მიღება, ქალი დედაა“.

რუსლან გაჯიევის თქმით, არა მხოლოდ ქალის, არამედ ნებისმიერი სქესის წარმომადგენელი პირის მიმართ ძალადობის დროს, სახელმწიფომ მოძალადე პასუხისგებაში უნდა მსცეს და შესაბამისი სანქციები უნდა დაუნიშნოს.
დეპუტატის თქმით, ქალის მიმართ ძალადობა მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ხდება.

ხოლო, თუ ძალადობა დაშინებით ან ფიზიკური შეურაწყოფით გამოიხატება, მაშინ სახელმწიფოს როლი სერიოზული მუშაობაა. გაჯიევმა ისიც აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა ძალადობის ფაქტების გამოვლენამდეც უნდა ჩაატარონ პრევენციული ხასიათის ღონისძიებები. რუსლან გაჯიევმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ სახელმწიფო ორგანოები თავიანთ საქმეს შესაბამისად ასრულებენ.

დეპუტატი ამბობს, რომ ძალადობის წინააღმდეგ შეხვედრები სხვადასხვა სოფლებში უნდა ჩატარდეს, ხოლო იმისათვის, რომ შემთხვევა არ განმეორდეს, "სახელმწიფომ სხვადასხვა სახის სამუშაოები უნდა განახორციელოს", რითაც თავად გაჯიევი და სხვა სახელმწიფო პირებიც არიან დაინტერესებულნი.

მე მჯერა რომ ამაზე იმუშავებენ და საზოგადოებაც უნდა იყოს მზად ამისთვის. არასამთავრობო ორგანზაციებმაც და ჩვენც ყოველთვის ამაზე უნდა ვიზრუნოთ“ - თქვა გაჯიევმა

დეპუტატი ადრეულ ასაკში ქორწინების თემასაც შეეხო და ბოლო წლებში ქვემო ქართლში ადრეულ ასაკში ქორწინების პრობლემის მოგვარებაზე და ამ მხრივ სტატისტიკი შემცირებაზე ისაუბრა.

საუბრის დასასრულს გაჯიევმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტებმა მარნეულელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მისი თქმით არც ერთ ადამიანზე, "მითუმეტეს ქალზე, ხელი არ უნდა ასწიო, ქალი დედაა, დაა. ქალი საზოგადოების ნაზი არსებაა და საზოგადოებას სიცოცხლისთვის სტიმულს აძლევს".

რადიო „მარნეული“
Print