"პროვოკაცია მომიწყვეს, ოღონდ არ გამოუვიდათ " - აბაზოვის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა
მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის დაკავებიდან, დღეს, 13 ივნისს ერთი წელი გავიდა. აბაზოვს, რომელსაც ელჩინ ალახვედრიევის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში სდებენ ბრალს, ერთი წლის შემდეგ გვეუბნება, რომ მისთვის მოწყობილი პროვოკაცია არ გამოუვიდათ.  

„პროვოკაცია მომიწყვეს, ოღონდ არ გამოუვიდათ - პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ.“ - ამბობს თემურ აბაზოვი და თავს იკავებს იმ პირების დასახელებისგან ვინც ეჭვის დონეზე პროვოკაციაში მონაწილეებად მიაჩნია.  

რადიო „მარნეულმა“ ელჩინ ალაჰვერდიევის ჩაწერაც სცადა, თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა და რეპლიკის სახით მხოლოდ რამდენიმე წინადადება გვითხრა.

„ყველამ ყველაფერი იცის, რაც მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოსაც ძალია კარგად აქვს. კიდევ ბევრი რამ ითქმება“ - თქვა ალაჰვერდიევმა.

სისხლის სამართლის საქმე ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ. 6 სექტემბერს მარნეულის ყოფილ მერს თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიებას 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები დაემატა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელებას გულისხმობს.

თემურ აბაზოვი დაახლოებით 7 თვის განმავლობაში  პატიმრობაში იმყოფებოდა. 2018 წლის 13 დეკემბერს კი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მის მიმართ საბოლოო განაჩენი ჯერ გამოტანილი არ არის.


ამავე თემაზე:

თემურ აბაზოვი დააკავეს


მარნეულის მერი თემურ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს


პირდაპირი წესით არჩეული მანეულის სამი მერი


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები