მარნეულიდან თბილისში სერვისის მისაღებად- აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ახლობლები არაადაპტირებულ გარემოზე საუბრობენ
4 წლის დავითი წელს საბავშვო ბაღში ვერ წავიდა. მიზეზი მისი სპეციალური საჭიროებებია, რომელსაც მარნეულის საბავშვო ბაღები ვერ აკმაყოფილებენ. დავითის მამიდა გვიყვება, რომ ყოველდღიურად არაერთი დაბრკოლების გადალახვა უწევთ. შესაბამისი სერვისების არარსებობის გამო მარნეულიდან თბილისში სიარული კვირაში სამჯერ უწევთ, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

„გვითხრეს, რომ აუცილებლად ბაღში უნდა მივიყვანოთ, მაგრამ შიშის ფაქტორი გვაქვს და ვერ მიგვყავს. არ ჰყავთ ბაღებში ფსიქოლოგი, რომელიც ისე მიხედავს ჩეს ძმიშვილს როგორც საჭიროა. წლიწადზე მეტია მარნეულის მერიაში განცხადებებს ვწერ რომ დაგვაფინანსონ. მარტო ჩევენ ვართ თბილისში, ვინც საკუთარ ფულს ვიხდით. სხვას ყველას რეგიონებიდან დაფინანსება აქვს. დღეში 50 ლარი გვჭირდება.“ - გვეუბნება დავითის მამიდა.

მართალია ოჯახმა ახლა მარნეულის მერიისგან დახმარება მიიღო, თუმცა ერთჯერადად. მათი სურვილია, რომ მარნეულში ბავშვებს ადაპტირებული გარემო ჰქონდეთ და საღამოს, სკვერში გასეირნება მაინც შეძლონ.

დავითის მსგავსად, მარნეულში მცხოვრებ ვლადიმერსაც არაადაპტირებული გარემო აწუხებს. ვლადიმერის 7 წლის ბიჭი ახლა უკვე სკოლაში დადის. მისი საზოგადოებაში ინტეგრაცია რომ მნიშვნელოვანია ამას მამაც გვიდასტურებს.

„მარნეულში არცერთი ბაღი არ არის ადაპტირებული აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის. ძიძა და მასწავლებელი ჰყავთ, რომლებიც არ არიან დატრენინგებული და მტთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვს“ - ამმბობს ვლადიმერი

ვლადიმერს სურვილი აქვს, რომ მერიამ მიიღოს გადაწყვეტილება იმაზე, რომ შექმნას შესაბამისი გარემო , სადაც  ჯგუფი, რომელიც იმუშავებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე  პირების ინტეგრაციაზე. ან თვითონ სპეციალისტებს ჩაუტარონ ტრებიბგები, რათა უკეთ შეძლონ მუშაობა.

ერთადერთი გამოსავალი ბავშვების ინტეგრაციისთვის ყიზლაჯლოში არსებული ადრეული ჩარევის ცენტრია, სადაც, როგორც მარნეულის ბაგა- ბაღების უფროსი ზაურ ქარამოვი ამბობს, 14 ბენეფიციარი უკვე ჰყავთ.

„გვყავს ფსიქოლოგიც, სპეცმასწავლებელიც, მეტყველების თერაპევტიც და სხვა სპეციალისტები. ეს ყველაფერი უფასოა. ტრანსპორტირებასაც ვუზრუნველჰოფთ“ - ამბობს ზაურ ქარამოვი.

მართალია, რადიო „მარნელთან“ პირად საუბარში რამდენიმე მშობელი ყიზილაჯლოში არსებულ ადრეული ჩარევის ცენტრს დადებითად აფასებს, თუმცა ამბობენ, იქ რესურსები ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად ასაკობრივ ზღვარს ასახელებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები