მარნეულში კაზინოსთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
მარნეულში კაზინოსთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით
დაიწყო.
16 ივნისს, ღამის საათებში, მარნეულში ერთ-ერთ კაზინოსთან ინციდენტი
მოხდა. დედა, რომელიც ზრდასრული შვილის კაზინოდან გამოყვანას
ცდილობდა, თვითმხილველების თქმით, დაცვამ დაარტყა. თავდაპირველად
აღნიშნული ინფორმაცია „24 News” - მა გაავრცელა.
როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინოსტრში განუცხადეს,
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსს 126-ე, ძალადობის
მუხლით დაიწყო.