რაში ხარჯავენ მარნეულელები ყველაზე მეტ ფულს

მარნეულის მცხოვრებლები ყოველ წელს თვიურ შემოსავალისა და ხარჯების გამო ჩივიან.

ჩვენ დავინტერესდით და გამოვკითხეთ მოსახლეობა თუ რა თანხას ხარჯავენ თვის განმავლობაში და რისთვის. პასუხები თითქმის იდენტურია. პირველადი მოთხოვნილება კვებაზე, ჩაცმაზე, მეგობრებთან გასეირნებაზე და შვილების რეპეტიტორთან მომზადებაზე მოდის. 1 თვის განმავლობაში დასახარჯი თანხა 300 - დან 500 ლარამდე მერყეობს.

„ძირითადად პროდუქდზე მეხარჯება. 3 კაცი ვართ ოჯახში და თვეში 200-300 ლარი გვჭირდება.“

„კვებისთვის ვხარჯავთ. 500-600 ლარი მეხარჯება თვეში“

„ძირითადად შვილებისთვის ვხარჯავ. აუზზე დამყავს , მომზადების კურსებზე დადიან და თვეში 500 ლარამდე მეხარჯება.“

„კვებაში გვეხარჯება ძირითადი თანხა“

„ჩაცმისთვის მეხარჯება, საშუალოდ 300 ლარი მინდა ყოველთვე.“

„დაახლოებით 100 ლარი მეხარჯება თვეში“

„ძირითადად ჩაცმაზე ვხარჯავ. ოჯახისთვის პროტუქტებსაც ვყიდულობ და თვეში 300-400 ლარი მეხარჯება“ - გვითხრა მოსახლეობამ


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ რომ თვიურად დასახარჯი თანხების რაოდენობა განსხვავებულია. მაგალითად, იაპონიაში 4 კაციანი ოჯახისთვის ყოველკვირეული ხარჯი 320 დოლარს შეადგენს, ჩინეთში 155 დოლარი, საფრანგეთში 420 დოლარი, ავსტრალიაში კი 380 დოლარი. ამერიკელები სამსახურში დროს „ფასთ-ფუდზე“ ფულს არ ხარჯავენ, მაგრამ 4 კაციანი ოჯახისთვის კვირაში პროდუქტებისთვის 340 დოლარს ხარჯავენ. გერმანელებს კვებისთვის 4 კაციან ოჯახზე კვირაში 500 დოლარი ეხარჯებათ. პოლონეთში კი 180-200 დოლარი სჭირდებათ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები