მარნეულის "კედლის მიღმა" მცხოვრებლები (+ფოტო)
თუ ვინმე ერთხელ მაინც ყოფილხართ მარნეულში არა გვგონია ქალაქის ცენტრში მისვლამდე თქვენი ყურადღება კილომეტრიან კედელს არ მიეპყროს. მოყავისფრო გალავანი ერთი შეხედვით ალყაშემორტყმულ ქუჩასაც მოგაგონებთ, რომლის ერთი მხარე სინამდვილეში ასეულობით მცხოვრებს იტევს. ვიწრო ქუჩები, მოუასფალტბელი გზა, რამდენიმე დაბოქლომებული სახლი, ყურძნის ტალავრები ეს ის ძირითადი მდგომარეობაა რაც „კედლის მიღმა“ დაგვხვდა.









მოსახლეობა თავს იზოლირებულად სულაც არ თვლის და კედელი სიმშვიდის შენარჩუნების სიმბოლოდ მიაჩნიათ.

„ჩემი ქუჩა ძალიან მშვიდია, არანაირი საფრთხე აქ არ მემუქრება. მერე რა რომ კედლის მიღმაა? კედელი ყველაფერს არ ნიშნავს, გამყოფი საზღვარი არ არიის ჩვენსა და მარნეულს შორის ჩვენ მარნეულის ერთი ნაწილივართ. - გვითხრა მარნეულში ბაღდათის ქუჩაზე მცხოვრებმა.





აქაურები ამბობენ, რომ კედელი 50 წელზე მეტია არსებობს. მათი სურვილია, რომ ახლოს პატარა სკვერი და დასასვეებელი სივრცე ჰქონდეთ.



„ეს ჩემი ახალგაზრდობის კედელია. ბრეჟენვი რომ ჩამოვიდა, მაშინ გააკეთეს ეს გალავანი“.



„ეს კედელი ჩვენ არ გვიშლის ხელს, გააკეთეს და დგას, რა ვქნათ. მხოლოდ ის პრობლემაა აქ მიწა მაქვს მაგას ვერ ვყიდი. რომ აიღონ თავისუფლად გავყიდდი“.

„რომ გაარემონტონ და პარკი გააკეთონ ჩვენთვის უკეთესია. მაინც ქალაქის შემოსასვლელია და სხვა სტილში რომ იყოს უფრო ლამაზი იქნებოდა. ყვავილბი რომ იყოს და პარკი მოაწყონ ბავშვებს გავიყვანდით“
- გვითხრა მოსახლეობამ.





წლების წინ აშენებულ კედელს რეაბილიტაცია მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ინიციატივით გასულ წელს ჩაუტარადა. 



მარნეულის მე–4 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კედლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სკოლის მოსწავლეებისათვის და გამვლელებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რომლის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 000 ლარი გამოიყო.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები