კაჩაგანში „საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლობა გრძელდება
სოფელ კაჩაგანში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით „საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლობა გრძელდება.
„საზოგადოებრივი ცენტრის“ მშენებლბას კაჩგნის მცხოვრებლები დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ისინი ბანკში გადახდისთვის და რაიმე საბუთის მომზადებისთვის მარნეულში მიდიან. ამბობენ, რომ ცენტრი მხოლოდ კაჩაგნისთვის არაა განკუთვნილი და ის მეზობელ სოფლებსაც მოემსახურება. ცენტრის გახსნის შემდეგ მათ შესაძლებლობა ექნებათ დროის მეენეჯმენტი და თანხა დაზოგონ.

„ცენტრის არსებობა კარგია, ახალგაზრდები დასაქმდებიან და ქალაქში წასვლა არ მოუწევთ, გზაში ფულს არ დახარჯავენ. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯს დადებითად ვაფასებთ“- ამბობს კაჩაგნის მკვიდრი.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივისთვის მარნეულის მერიამ 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოჰყო.

საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით მაცხოვრებლები სოფლიდან გაუსველად 200-ზე მეტი საზოგადოებრივი და კერძო სექტორის სერვისით ისარგებლებენ.

საზოგადოებრივი ცენტრის ბენეფიციარები სახელმწიფო სერვისების სააგენტოს, საქართველის ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური სერვისების სააგენტოს და შპს „მექანიზატორის“ სერვისით ისარგებლებენ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად საქართველოს მასშტაბით 60 საზოგადოებრივი ცენტრი მოქმედებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები