მარნეულის რაიონის სოფელ სეიდგოჯალოში გზები დაიგება
სოფელი სეიდიგოჯალოს მოსახლეობა წლებია გაფუჭებული გზით სარგებლობს. გზების გაუმართაობა სოფლის მცხოვრებლებს აწუხებს და თვლიან, რომ ამ გზით სარგებლობა ხანდახან დროის კარგვაა. მოსახლეობის პროტესტის უკვე შედეგად ერთი კვირაა რაც გზაზე სამუშაოები მიმდინარეობს.

"უკვე ერთი კვირაა გზას აგებენ. სოფელში ძირითადად გზის პრობლემა იყო და ისიც მოგვარდება. სოფელში ქუჩების მიმდებარედ განათება არ არის, ესეც ახლო მომავალში მოგვარდება
"- ამბობს სეიდგოჯალოს მკვიდრი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, კომპანია "ქციამ", რომელთანაც მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება 9 ივლისს გააფორმა, სოფელ ახლოლალოს შიდა გზის და სოფელ სეითგოჯალოს მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები უნდა განახორციელოს.

მუნიციპალიტეტი აღნიშნული სამუშაოების შესრულებაში 682 815 ლარს დახარჯავს. მერიასა და "ქციას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ მოასფალტების სამუშაოები კონტრაქტის გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში, ანუ 7 სექტემბრამდე, უნდა შეასრულოს.
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები