სიახლე
წარმოშობით დმანისელი ისტორიკოსი აზერბაიჯანიდან საქართველოში კვლავ არ შემოუშვეს

წარმოშობით ბოლნისელი, აზერბაიჯანის მოქალაქე, ისტორიკოსი , ქარამ მამედოვი საქართველოს საზღვარზე კვლავ არ დაუშვეს.


23 ივლის ისტორიკოსი მამედოვი აზერბაიჯანის- საქართველოს საზღვარზე ( წითელი ხიდი) საქართველოს სასაზღვრო პუნქტზე „არასასურველი პერსონის“ საბაბით არ შემოუშვეს საქართველოში. ქამრან მამედოვის თქმით, უარის მიზეზი მისთვის გაურკვეველია.

„ 2017 წელს პირველად გავიგე , რომ ვარ „არასასურველი პერსონა“ და საზღვარზე არ შემიშვეს. იმ პერიდოში და ინციდენტის შემდეგადაც, არანაირი შეტყობინება არ მიმიღია. ამაწლის მარტში დედა გარდამეცვალა. დასაფლავებაზე და ორმოცზეც უპრობლემოდ გადავკვეთე საზღვარი. ზაფხულში ისევ მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა. ამჯერად საზღვარზე არშეშვების მიზეზად საბუთი წარმომიდგინეს. ამ საბუთში არის მოყვანილი ჩამონათვალი თუ რატომ არ უნდა შემოუშვან ადამიანი ქვეყანაში. 7 მიზეზი წერია და ამ მიზეზებთან ერთად არის სიტყვა „სხვა“ ანუ კიდე სვა მიზეზები რის გამოც, შესაძლებელია, არ შემოუშვათ პიროვნება ქვეყანაში. ჩემ შემთვევაში ზუსტად ამ „სხვა“ მიზეზებზე მიმითითეს, თუ რა არის ეს სხვა მიზეზები საზღვარზე მე ვერ განმიმარტეს“ - ამბობს ქარამ მამედოვი.

ისტორიკოსი ამბობს , რომ ამჯერად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც რომ გაარკვიოს და მიიღოს პასუხი იმაზე თუ რატომ არ დაიშვება საქართველოში.

ქარამ მამედოვი წარმოშობით დმანისიდან, სოფელ კაკლიანიდან არის. აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კათედრის დეკანია. ანტროპოლოგი და ყოფილი „ბორჩალოელების“ გაერთიანების თავმჯდომარე.

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია