სიახლე
ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში, 24 284 ლარად, სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში არსებულ მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

სახლ-მუზეუმში ჭერია დაზიანებული, რის გამოც ექსპონანტების ნაწილს საფრთხე ექმნებოდა. როგორც ჩვენთან საუბრისას მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორმა თამარ შენგელაიამ თქვა, მუზეუმში წვიმის დროს წყალი ჩამოდიოდა და სწორედ ამიტომაა საჭირო სარეაბილიტაციო სამუშაოები.

"იქ უნდა გააკეთონ ასასვლელი კიბე, სახურავი უნდა გამოცვალონ, სამერცხლე უნდა გამიკეთონ, რომ ერთი გასახედი ფანჯარა იყოს და შიგნით უნდა მოწესრიგდეს სივრცე" - ამბობს თამარ შენგელაია

სახლ-მუზეუმის დირექტორის განმარტებით, სახურავი შეკეთების შემდგომ ახალ ფუნქციასაც შეიძენს.

"სახურავში შემდგომ მინდა მინი კინოთეატრის გაკეთება, რათა ცოტა სახეცვლილება ჰქონდეს მუზეუმს. პირველი სართული ჩვეულებრივად მუზეუმი იქნება, ხოლო მაღლა კინოთეატრი და თავისუფალი სივრცე" - გვეუბნება თამარ შენგელაია

მარენულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისათვის 24 284 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 27-დან 30 ივლისამდე პერიოდში შეეძლებთ.

ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.

რადიო "მარნეული"


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია