სიახლე
საიმერლოში წყლის სისტემის შეცვლაზე კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობს
სოფელ საიმერლოში სასმელი წყლის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია . მოსახლეობამ წყლის სისტემის ცვლილება მას შემდეგ გააპროტესტა, რაც გაიგო, რომ მერია სოფლში ამ დრომდე არსებულ წყალსაქაჩს გადაკეტავდა, საიმერლოელები კი სასმელ წყალს რეზერვუარებიდან მიიღებდნენ.

მოსახლეობა განმარტავდა, რომ წლების განმავლობაში სოფელი ერთ და იმავე წყალსაქაჩზე იყო მიერთებული და ისინი სასმელი წყლის ხარისხითა და მიწოდების სიხშირით კმაყოფილები არიან. მერიის წარმომადგენლები კი სოფლის მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ რეზერვუარებში დაგუბებული წყალი ჭაბურღილიდან პირდაპირი სისტემით მიწოდებულ წყალზე ხარისხიანი იქნებოდა.

საბოლოოდ საიმერლოელების პროტესტმა შედეგი გამოიღო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 ივნისს შეჩერდა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კომპანიამ, რომელიც წყლის სისტემის შეცხვლაზეა პასუხისმგებელი, გამოთქვა მზაობა, რომ საიმერლოელების მოთხოვნა შესრულდეს და სოფელი კვლავ არსებულ ჭაბურღილზე მიერთდეს.

"კომპანიის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ ისინი მზად არიან რომ გააკეთონ ახალი ხაზები და პირდაპირ შეაერთონ არსებულ ჭაბურღილზე, თუმცა მე მაინც ვთხოვე, რომ დააზუსტონ და დაზუსტებუს შემდეგ დავაორგანიზებთ შეხვედრას და იმ შემთხვევაში თუ ახალი ქსელის ჭაბურღილზე პირდაპირი შეერთება მოხდება მოსახლეობის მოთხოვნაც დაკმაყოფილდება"
- გვითხრა ზაურ დარგალმა

საიმერლოში სასმელი წყლის სისტემის შეცვლის პროექტი 2015 წელს შემუშავდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის მერის რწმუნებული შალვა კუპრაშვილი აცხადებდა, რომ მოსახლეობას ცვლილებების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა და პროექტის შედგენაშიც იღებდნენ მონაწილეობას, საიმერლოელები კი აცხადებენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფოერამცია, რომ თვითმმართველობა სოფლის სხვა წყალსაქაჩზე მიერთებას გეგმავს.

რადიო "მარნეული"


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია