სიახლე
მერიამ მარნეულის თეატრალური დასის 9 წევრს ჯილდოს სახით 500-500 ლარი გადასცა
მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასის 9 წევრს მერიამ ჯილდოს სახით 500-500 ლარი, დღეს, 31 ივლისს გადასცა. აღნიშნულის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მარნეულის საკრებულომ 29 ივლისს მიიღო. ადგილობრივი თვითმმართველობის ცობით, ჯამში 4 500 ლარი თეატრალური დასის წევრებს ქართულ და საერთაშორისო სცენაზე მიღწეული წარმატებებისთვის გადაეცათ. 

ფულადი ჯილდოს გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობას მარნეულის მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი და მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე იღებდა. 

მარნეულში თეატრალური დასი წლებია ფუნქციონირებს, თუმცა ის მუდმივმოქმედი არ არის. როგორც ჩვენ კულტურის სახლის დირქტორმა გვითხრა, ამ მიმართულებით განვითარებას და მუდმივმოქმედ დასად ჩამოყალიბებას გეგმავენ. 


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია