სამმა მარნეულელმა GIPA-ს უნივერსიტეტში უფასო სწავლება მოიპოვა (+ვიდეო)
გულგუნ მემედხანოვა, აზიზ განიევვი , იდრის რუსტამოვი - მარნულიდან სამი ახალაზრდა GIPA – ში (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) უფასოდ ისწავლის. მათ გამარჯვება პროექტ „GIPA MEDI LAB“ –ის ფარგლებში მოიპოვეს. კახეთში გამართულ ფინალზე პროექტის მონაწილეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები წარადგინეს. პირველი ადგილის მფლობელი რადიო „მარნეულის“ მოხალისე, თაქალოში მცხოვრები გულგუნ მემედხანოვა გახდა, რომელმაც ჟიურის წინაშე ფილმი „გათხოვება 16 წლის ასაკში“ წარადგინა. ჟიურის წევრებს მოეწონათ ცნობილი  და აქტუალური პრობლემის სხვა კუთხით დანახვა.

ფილმის გმირები ღამის სოფლის ვიდეო კადრის ფონზე ჩურჩულით ჰყვებოდნენ საკუთარი გათხოვების ისტორიის ამბავს. რაც იყო მანიშნებელი იმისა, რომ  ადრეულ ასაკში გათხოვილები არ ჩანან და საკუთარ ტკივილსა და პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი არ შეუძლიათ. გულგუნი ჯიპაში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მაგისტრატურაზე  უფასოდ ისწავლის.


მეორე გამრჯვებულიც რადიო მარნულის მოხალისე აზიზ განიევია, რომელიც "GIPA MEDI LAB" –ის მონაწილეა. ის სოფელ სარალიდან არის.  აზიზი ჯიპაში უფასოდ გააგრძელებს სწავლას ბაკალავრის საფეხურზე.  მან ჟიურის წინაშე ტრანსპორტის თემაზე მომზადებული ფილმი წარადგინა. ფილმის გმირად კი თავის ძმა ჰყავდა წარმოჩენილი, რომელიც ამჟამად სტუდენტია და ტრანსპორტის გამო უამრავ პრობლემას აწყდება.


შემდეგი გამარჯვებული, რომელიც ასევე GIPA-ს უნივერსიტეტში უფასოდ შეძლებს ბაკალავრის საფეხურზე სწავლებას, ქვემო სარალში მცხოვრები იდრის რუსტამოვია. მისი ფილმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცხოვრებისადმი რწმენას და სიყვარულს ასახავს. იდრისის თქმით, ფილმის მთავარი იდეა შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობის დამტკიცება იყო 

პროექტი „GIPA MEDI LAB“ ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით ორი წელია ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში მულტიმედიის მიმართულებით ტრენინგებს ატარებს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია