მერიასთან მომხდარი ავარიის დროს ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა
დღეს, 6 აგვისტოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მერიასთან ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა მძღოლმა.

ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის  წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Print