მარნეულში მანდატურის ვაკანსიებზე დაბალი აქტივობაა
მარნეულში, მანდატურის პოზიციაზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე დაბალი აქტივობაა. ამის შესახებ ინფორმაცია მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა  სოფიო აბულაშვილმა გვითხრა და აღნიშნა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი აქტივობით დიდად არ გამოირჩევა.

„ამ ეტაპზე ვაკანსია გამოცხადევული გვაქვს მანდატურის პოზიციაზე სოფელ ქესალოს საჯარო სკოლაში, საბირქენდში, შულავერში, აღმამედლოში, აზიზქენდში, ყიზილაჯლოში, არაფლოში, წერეთელსა და საიმელოში, თუმცა აქტივობით არ გამოირჩევა“ - თქვა სოფიო აბულაშვილმა.

განაცხადების მიღება 10 აგვისტოს ჩათვლით არის შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში ვაკანსია ხელთავიდან გამოცხადდება.

ამ ეტაპზე მანდატურის სამსახური მარნეულის 8 სკოლაში ფუნქციონირებს და სულ 19 მანდატური გვყავს. შესაძლებელია არსებული რიცხვი გაიზარდოს, ვინაიდან, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ორთვიან კურსებს მარნეულიდან შვიდი მანდატურობის მსურველი გადის. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მარნეულს კიდევ 7 ახალი მანდატური დაემატება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები