სიახლე
„მერე ვასწავლოთ ჭკუა როდესაც დავეხმარებით“ -მარნეულის საკრებულოს წევრი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე
მარნეულში ძლიერი სეტყვისა და ქარის შედეგად განადგურებული სახნავ-სათესი მიწების საკითხს დღეს, 8 აგვისტოს, საკრებულოს სხდომაზე აქტიურად განიხილავდა წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი რომან ტაბატაძე.

ტაბატაძემ მერიისაგან ერთ კითხვაზე მოითხოვა პასუხი, თუ რა ეტაპზეა ბანკებთან მოლაპარაკების საკითხი აგროსესხების გადავადებასთან დაკავშირებით.

ტაბატაძის კითხვას მარნულის საკრებულოსა და აპარატის წევრები გამოეხმაურნენ და თქეს, რომ ფერმერებს სახნავ-სათესი მიწები უნდა დაეზღვიათ.

„იმ ხალხს ჭკუის სწავლება კი არ ჭირდებათ, რომ უნდა დაეზღვიათ და ა.შ. უკვე ვიცით ეგ ამბავი, რომ უნდა დაეზღვიათ და რაღაცეები. დახმარება ხომ უნდა ხალხს, ამიტომ მერე ვასწავლოთ ჭკუა როდესაც დავეხმარებით“ - უპასუხა რომან ტაბატაძემ საკრებულოსა და აპარატის წევრებს და განმარტა, რომ მოსახლეობისათვის მიცემული დაპირება ბანკებთან მოლაპარაკებების შესახებ აუცილებლად უნდა შესრულდეს.

საკრებულოს წევრის კითხვას პასუხი გასცა მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძემ, რომელმაც განმარტა, რომ მუნიციპალიტეტმა მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება შეასრულა. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ დაითვალა ზარალი და შესაბამისი მონაცემები გუბერნიას გადასცა, ამ ეტაპზე კი ბანკებთან მოლაპარაკებებს უშუალოდ გუბერნია აწარმოებს.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია