ახლოლალოში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა (ფოტო)

დღეს, 31 აგვისტოს, სოფელ ახლო ლალოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი ჯერ საგზაო ნიშანს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა.

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ისაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, –ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





"Marneuli" Radiosu
Print