მარნეული
ხანჯიგაზლოელებსა და კირაჩმუღანლოელებს დაპირებული სარწყავი წყალი ისე არ აქვთ

უკვე შემოდგომა მოვიდა. ხანჯიღაზლოსა და კირეჩ მუღანლოში სარწყავი წყლი ისევ არ აქვთ. ასე, რამდენიმე სეზონია პრობლემის მოგვარებას ელიან , თუმცა მდგომარეობა უცვლელია. მოსახლეობამ რადიო მარნეულს არაერთხელ მომართა დახმარებისთვის.

მცხოვრებლები ჩივიან, რომ უწყლოობის გამო, მოსავალი უფუჭდებათ.
უმეტესობას მიწის ნაკვეთის მოსარწყავად წყალი სოფელ თაქალოდან კუსტარულად მოჰყავთ. ამბობენ, რომ სარწყავი წყალი თვეში 1-2 ჯერ, ისიც ერთი საათით მოდის.

სარწყავი წყალი სულ პრობლემაა, აქედან, იქიდან წყალს ვიპარავთ. ხან თაქალოდან, ხან კაჩაგნის წყლიდან გზას ვუკეტავთ და ვრწყავთ. ახლა სიმინდს და იონჯას ვრწყავთ. პრობელმა ყველამ იცის, მაგრამ არ აგვარებენ. მელიორაციამ, ზედამხედველობის სამსახურმა - ყველამ ისიც. მაგრამ თავს არ ოწუეხებენ“ - ამბობს კაჩაგნის მკვიდრი.

საკითხის გასარკვევად კაჩაგნის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს ეჰთირამ ალიევს დავუკავშირდით. მან ორი თვის წინ რადიო "მარნეულთან" საუბრისას თქვა, რომ პრობლემის მოგვარების დროის შესახებ მელორაციის სამსახურმა არაფერი იცის.

ახლა სოფელ კაჩაგანში სარწყავი წყალი მოდის, არხის ავსეა. მაგრამ მანძილი შორსაა და იმიტომ ვერ მიდის სოფლებში. თაქალომდე მიდის და ეს ახლანდელი პრობლემა არ არის, ძველი პრობლემაა. მეც მაქვს მიწა და მეც მჭირდება წყალი. ვცდილობ რომ მცხოვრებლები წყლსი გარეშე არ დარჩენ. ახალ პროექტებს ამზადებენ. მელორაციის სამსახური და ასევე მეც , საკითხით სერიოზულად ვართ დაინტერესბულნი. საქმე ბევრია, ტუმბოები უნდა დამონტაჟდეს. ეს დაგეგმილად განხორციელდება“ - ამბობს ეთირამ ალიევი.

ჩვენ მარნეული მელიორაციის სამსახურის წარმომადგენელს დავუკავშირდით, რომელმაც საკითხში გარკვრვა და მოგვიანებით გადარეკვა გვთხოვა, თუმცა ამდრომდე ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია