მარნეული
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე". - თემაზე საკომიტეტო მოკვლევა იწყება
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე". - აღნიშნულ თემაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დახმარებით საკომიტეტო მოკვლევას იწყებს.
რასთან დაკავშირებითაც დღეს, 3 სექტემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, შეხვედრები გაიმართა შშმ ქალებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. მოკვლევის შედეგად დაიწერება ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება პრობლემების ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ.

მოკვლევის ფარგლებში სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრები უკვე გაიმართა ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და მესტიაში.

თემატური მოკვლევის პროცესი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია