აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგენით კმაყოფილები არიან
2019 წლის 1 ივლისს დაწყებული ერთიანი ეროვნული გამოცდები 24 ივლისს დასრულდა. შედეგები ივლისის ბოლოს გახდა ცნობილი.
მიღებული შედეგით აბიტურიენტების ნაწილი უკმაყოფილოა, უმეტესობა კი კმაყოფილი. რადიო მარნეულმა გამოკითხვა ჩაატარა.

სოფელი ხანჯიგაზლოს მკვიდრი ნამიგ აბდულაევი 34 ქულით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და შედეგით კმაყოფილია. ნამიგი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე რთული საგანი მათემატიკაა. აბდულაევმა გვითხრა, რომ მისი მთავარი ოცნება უნივერსიტეტში ჩაბარება და იურისტობა იყო.

რა თქმა უნდა შედეგით კმაყოფილი ვარ. ერთადერთი ოცნება ჩაბარება მქონდა. ვფიქრობ, რომ 34 ქულა ცოტა არ არის. მომზადების დროს მათემატიკა ძალიან გამიჭირდა. ნულიდან დავიწყე და მასწავლებელმა კარგად მომამზადა. - ამბობს ნამიგ აბდულაევი.

სახელმწიფო გამოცდების შედეგით კმაყოფილი აბიტურიენდებიდან ერთ-ერთი სოფელ კირეჩ მუღანლოს მკვიდრი ამილ მამედოვია.

მისი თქმით, იმ უნივესრიტეტში ჩაირიცხა, სადაც უნდოდა და მისთვის ეს მოსალოდნელი შედეგი იყო. მამედოვმა 38 ქულა აიღო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშუ მოხვდა. მისი თქმით, ერთადერთი სირთულე მხოლოდ გამოცდების შედეგების ლოდინი იყო.

რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. მთავარია ჯავახიშვილის უნივერსიტეტში მოვხდი, სადაც მინდოდა. მაგრამ რომელ ფაკულტეტს ავარჩევ ჯერ არ ვიცი“- თქვა ამილ მამედოვი

სოფელ ქუთლიარში მცხოვრებმა ნიჰათ მამედოვმა 32 მოიპოვა და ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. შედეგით კმაყოფილია. რომელ პროფსიას აირჩევს ეს ჯერ არ იცის და ამბობს, რომ ერთწლიანი მოსამზადებელი კურსის ბოლოს გადაწყვეტს.

შედეგებით კმაყოფილი ვარ, სირთულე არ იყო ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. პროფესია ჯერ არ მაქვს დაზუსტებული“- გვითხრა ნიჰათ მამედოვმა.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით უმაღლეს სასწავლებლებში 28 740 აბიტურიენტი ჩაირიცხა. მათგან 6 546-მა გრანტი მიიღო.
Print