სიახლე
ზედამხედველობისა და სამხედრო სამსახურის უფლებამოსილებები ერთმანეთს გაემიჯნა
ზედამხედველობისა და სამხედრო სამსახურის უფლებამოსილებები ერთმანეთს გაემიჯნა. ცვლილების შესახებ ინფორმაცია დღეს, 6 სექტემბერს, საკრებულოს სხდომაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ განაცხადა.

თუ აქამდე საჯარიმო ქვითრების წარმოებას ზედამხედველობის სამსახური ასრულებდა, ახლა ეს მოვალეობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს დაეკისრა.

„მოგეხსენებათ საჯარიმო უფლებამოსილება წვევამდელებთან მიმართებაში მიეცა სამხედრო აღიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურს. მათ თვითონ შეუძლიათ აწარმოონ საჯარიმო ქვითრები და შეავსონ ოქმები. აქედან გამომდინარე ცვლილებები იყო შეტანილი დადგენილებაში“- თქვა დეკანოიძემ  სხდომაზე

დეკანოიძის თქმით, ცვლილებების საფუძველზე, სამხედრო სამსახურის საჯარო მოხელეებს უფლება აქვთ გავიდნენ ადგილზე, წვევამდელებთან მიმართებაში აწარმოონ საქმე, დაწერონ ჯარიმები თუ ვინმე თავს არიდებს ვალდებულებით გაწვევას. გასაჩივრების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია