"უსახელო" - ჯანდარელმა ელვინა ზეინალოვამ რომანი დაწერა
19 წლის ელვინა ზეინალოვა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში ცხოვრობს. 17 წლიდან ლექსებს წერა სამოყვარულო დონეზე დაიწყო და შემდგომ ეს ინტერესი რომანის წერაში გადაიზარდა. „უსახელო“ - ასე ჰქვია მის პირველ რომანს, რომლის წერაც ამავე ასაკში დაიწყო. ელვინა ამბობს, რომ რომანის პირველი ნაწილი დაწერის შემდეგ დატვირთული

სასწავლო გრაფიკი ჰქონდა. სწორედ ამ მიზეზით ვერ დაამთავრა რომანის წერა, თუმცა მოგვიანებით, 2 წლის შემდეგ „უსახელო“ სისრულეში მოიყვანა.

ელვინას თქმით, რომანი დრამატიულია და თან რომანტიკის ჟანრშიცაა დაწერილი. იგი წრეს იმ ადამიანზე, რომელიც გარეგნული შეხედულების გამო სახელს მალავს. მისთვის წერის ძირითადი მიზეზი მომავალში დანახული საკუთარი წარსულია.

ამბობს, რომ წერა არაა რთული. „სინამდვილეში როცა ადამიანი გრძნობებს წერს ადვილია. როცა მალავს - რთული“.

ელვინას ოცნება წიგნის გამოცემაა. ამჟამად დაინტერესებულია ორგანიზაციებით, რომლებიც მას ფინანსურად დაეხმარებიან.


Print