სიახლე
50 წელი სკოლაში (FOTO/VIDEO)

ქუთლიარის სკოლის ფიზიკის მასწავლებლის გულხანულ შარიფოვასთვის სკოლის ზარი ორმოცდამეათედ დაირეკა. 71 წლის პედაგოგს პენსიაზე გასვლა არც უფიქრია.


„მასწავლებლის პროფესია რთულია და საამაყო. მე სკოლასთან, ბავშვებთან იმდენად ვარ დაკავშირებული, რომ ყველა ბავშვი შვილივით, შვილიშვილივით მიყვარს. მგონია, რომ ხვალ თუ დავწერ განცხადებას და სამსახურიდან წავალ, ვერ ვიცხოვრებ. ამ ბავშვების გარეშე ვერ ვიცხოვრებ“.

გულხანულ შარიფოვა აზერბაიჯანში პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულებისთანავე საქართველოში დაბრუნდა და 1969 წლიდან ჯერ ბაიდარის, მერე კი მშობლიურ ქუთლიარის სკოლაში გააგრძელა მუშაობა.

„პირვლად მასწავლებლად მუშაობა რომ დავიწყე, ძალიან ვნერვიულობდი. შენივე მასწავლებლებთან ერთად მუშაობა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს“.



გულხანუმ შარაფოვამ ოჯახიც იმავე წელს შექმნა, როცა სკოლაში სამუშაოდ მივიდა. ამას პედაგოგისთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით, ოჯახი მუდამ მხარს უჭერდა. გულხანუმისთვის თავისი პროფესია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეორედ დაბადების შემთხვევაში კვლავ მასწავლებლობას აირჩევდა.

„ერთი საკუთარი სახელი, ერთი დედის სახელი, ერთი კი მასწავლებლის სახელი გვაქს ჩვენ. მეცნიერები, ექიმები, ინჟინრები, - ყველა მასწავლებლისგან იღებს ცოდნას. ყველას ცხოვრებისთვის მასწავლებელი ამზადებს. ამიტომაც, მასწავლებლის პროფესია ლამაზია“.
გულხანუმი ამბობს, რომ წინა წლებში უკეთესი სახელმძღვანელოები იყო და მოსწავლეები უფრო ადვილად იგებდნენ გაკვეთილს.

„ახლანდელ დროში ტექნიკა ყოველდღე ვითარდება და გსაგებია, რომ სოფელში, ღიად რომ გითხრათ, ასეთი პირობები არ გვაქვს. ქალაქის სკოლებში ფიზიკის, ქიმიის კაბინეტები არსებობს და მოსწავლეები სარგებლობენ. ყველანაირი ნივთი აქვთ. მასწავლებლისთვის რესურსები ხელმისაწვდომია. მაგრამ სოფლის სკოლებში რესურსის საკითხი პრობლემურია. გაკვეთილის ჩასატარებლად, კლასში წასაღებად არაფერი გვაქვს, ამიტომ გვიჭირს“.
მასწავლებელი ახალი თაობის სწავლის სურვილსაც დაქვეითებულად აფასებს.



„ვცდილობ ავათვისებინო გაკვეთილი. აქ ერთი პრობლემაა, რომ ახლანდელ ბავშვებს სწავლის სურვილი იმდენად არ აქვთ. ბავშვი ტექნოლოგიებით იმდენადაა დაკაბეული, რომ გაკვეთილის მიმართ ინტერესი არ აქვს. თუ რომელიმე ბავშვს უნდა, ის ისწავლის. რომელ ოჯახსაც უნდა, რომ ბავშვმა სწავლა გაგარძელოს, მხარს დაუჭერს და ის ბავშვი ისწავლის. არის ისეთი ოჯახიც, ბავშვი კარგად სწავლობს, მაგრამ მშობელს არ აქვს საშუალება. იმიტომ, რომ ამას ხარჯი ახლავს. მშობელს როცა არ აქვს საშუალება, ბავშვი კარგავს სურვილს და არ სწავლობს.“

გულხანუმ შარაფოვა ამაყობს, რომ მისი მოსწავლეების უმეტესობა განათლებული და დასაქამებულია. 71 წლის ფიზიკის მასწავლებელი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ქუთლიარის სკოლის გარემონტება და ინვენტარის განახლება იქნებოდა.




Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/marneulifm/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია