მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ




მარგარიტა მისკერიანი მარნეუილის ბაგა-ბაღების გაერთიანებას ერთგვარ დისკრიმინაციაში ადანაშაულებას. მან რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ სოფელ დამიას სკოლამდელი მზაობის ცენტრში ქართული ენის პედაგოგად არ აიყვანეს. მიზეზად ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილების არქონა დაუსახელეს. 18 წლის მარგო ამბობს, რომ ბაღების გაერთიანებაში გადაწყვეტილება სამსახურში მიღების თაბაზე შვილების ყოლა-არყოლამ განაპირობა. სამუშაოს დაწყების მსურველ სამივე კანდიდატს, სხვამხრივ, ფაქტობრივად, ერთნაირი მონაცემები ჰქონდა.

„გასაუბრებაზე რომ მივედი, ზაურ ქარამოვი (ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, რედ.) და მეთოდისტი დამხვდა. მეთოდისტმა მკითხა, შენ ბავშვი გყავს? ვუთხარი, რომ არ მყავს და მერე მკითხა, რას ფიქრობ ბავშვებთან მუშაობა როგორიაო. ვუთხარი, არც ძნელია და არც ადვილი, ყველა ბავშვი ინდივიდუალურია-თქო და გაეცინა. მერე მეთოდისტმა მითხრა, ძალიან კარგია ქართული რომ იცი, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ და უპირატესობა მივანიჭეთ კანდიდატს, რომელსაც სამი ბავშვი ჰყავს“.

სოფელ დამიას სკკოლამდელი მზაობის ცენტრში ქართული ენის პედაგოგად მუშაობას სამი შვილის დედა, ანჟელა კარახანიანი დაიწყებს. ამჟამად ის უცხოეთში იმყოფება და მასთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ. მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ზაურ ქარამოვი კი ამბობს, რომ სამუშაოდ „ღირსეული კანდიდატი შეარჩიეს“.

„პირობები ყველასთვის ერთი იყო, A2 დონეზე ქართული ენის ცოდნა. ერთი უპირატესობა ის იყო, რომ იმ ქალს ბაშვები ჰყავდა და გამოცდილება ჰქონდა ბავშვებთან ურთიერთობის. დანარჩენები იყვნენ ისეთები, ვისაც სკოლა გასულ წელს ჰქონდათ დამთავრებული“

ქარამოვის თქმით, დწუნებული კანდიდატები სარეზერვო სიაში არიან. იმ შემთხვევაში, თუ ანჟელა მათ მოლოდინს ვერ გაამართლებს, ჩანაცვლება მოხდება. ქათული ენის პედაგოგს გამოსაცდელი, ექვსთვიანი ვადა მისცეს.

რადიო „მარნეულმა“ ფაქტის შესაფასებლად უფლებადამცველებს მიმართა. ისინი საკითხით დაინტერესდნენ და თქვე, რომ საქმის შესასწავლად დრო დასჭირდებათ
სოფელ დამიას სკოლამდელი მზაობის ცენტრს წელს 17 აღსაზრდელი ჰყავს. ქართული ენის ახალი მასწავლებელი საქმიანობას ოქტომბრიდან შეუდგება.

Print