მერიამ შადრევანის შესაკეთებლად ტენდერი გამოაცხადა

მარნეულში, მალე ერთადერთი შადრევანი ამუშავდება. 26 მაისის ქუჩაზე, თვეებია შადრევნიდან წყალი არ წამოსულა და საათს ზუსტი დრო არ უჩვენებია. მერიაში განმარტავენ, რომ შადრევანს დაზიანებული აქვს წყლის სატუმბი და დეკორატიული საათის ძრავი.
„გარდა ამისა შადრევანი საჭიროებს კეთილმოწყობას. რისთვისაც მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებაზე. ამის ემდეგაც, განხორციელდება სამუშაოები“ - გვითხრა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოდილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ.

მუნიციპალიტეტმა პროექტის მოსამზადებლად 6 000 ლარიანი ტენდერი 18 სექტემბერს გამოაცხადა. პრეტენდენტებს მასში მონაწილეობის მიღება 27-დან 30 სექტემბრამდე შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმაბიდან 45 კალენდარულ დღეში შეასრულოს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები