სიახლე
მარნეულის ორი ბაღი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეკეთდება
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელ თამარისის და წერეთელის საბავშვო ბაღში სველი წერტილები მოწესიგდება. საგრანტო კონკურსის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უწყებისა და მუნციპალიტეტთან არსებული “WASH საბჭოს” მიერ დაწერილი სამი პროექტიდან ორი დაფინანსდა.

ორივე ბაღს ეხება, სადაც ხელსაბანებისა და უნიტაზების უმრავლესობა მწყობრიდანაა გამოსული. აღსაზრდელები დამოუკიდებლად სველი წერტილებით ვერ სარგებლობენ. უნიტაზები და ხელსაბანები მათ ასაკზე არაა გათვლილი. ასევე პრობლემაა ცხელი წყალი.

პროექტს “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“, მარნეულსა და კიდევ ექვს მუნიციპალიტეტში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN ახორციელებს.

რეგიონში სულ გაიმარჯვა სამმა პროექტმა აქედან ორი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის და ვოშ საბჭოს შემოტანილი. მესამე კი დამოუკიდებელი პროექტი იყო, რომელიც მედიისა და ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს. პრიორიტეტი მიენიჭათ იქიდან გამომდინარე, რამდენად აქტუალური იყო თვითონ თემა. ვოშის პრიორიტეტები იყო უმთავრესი , ასევე მნიშვნელოვანი იყო ქალების გაძლიერება სოფლად და რაც ყველაზე მთავარია, ბენეფიციარების რაოდენობა და პროექტის მოწყვლად ჯგუფებზე გავრცელება“, - თქვა CENN-ის პროექტების კოორდინატორმა მარიკო წიქორიძემ.

„WASH საბჭოები“ შვიდ მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან შეიქმნა, მათ შორის მარნეულშიც. გასულ წელს , პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მარნეულმა ფაქტობრივად დაკარგა.

„იქიდან გამოდინარე, რომ გასულ წელს, მარნეულის „WASH საბჭო“ გარკვეულწლად მოიკოჭლებდა, 2019 წლის ზაფხულზე მოხდა ჯგუფის გადახალისება. ხელახლა შეირჩა საბჭო, რომელმაც საკმაოდ კარგი სტარტი აიღო და ეს აისახა პროექტებზეც. პირველი საბჭო დაკომპლექტებული იყო სამოქალაქო ადამიანებით და არასამთავრობოს ერთი ნაწილით. მეორე „ვოშ საბჭო“ - ამბობს მარიკო წიქორიძე

კი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებით და აქტიური მოქალაქეებით დაკომპლექტდა“.

საგრანტო კონკურსის მიზანი საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში (დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ახმეტა, საგარეჯო, ლაგოდეხი) სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში, შვიდ მუნიციპალიტეტში, სულ ექვსი ინიციატივა დაფინანსდა. თითოეულის მაქსიმალური ღირებულება 2000 ხოლო მინიმალური 500 ევროს შეადგენს. მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი სამუშაოები ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდგომ დაიწყება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია