სიახლე
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ღვინის ფესტივალისთვის
ხვალ, 10 ოქტომბერს, მარნეული, 12:00 საათიდან ღვინის ფესტივალს მასპინძლობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მარნეულში იმართება ღვინის ფესტივალი 2019 - „მარნეული- ვაზის აკვანი“.

დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიები, მცირე და ოჯახური მარნები წარმოუდგენენ საკუთარ პროდუქციას.

მოეწყობა ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა- გაყიდვა.

საზეიმოდ დაიწურება ყურძენი საწნახელში, მოდუღდება თათარა და ამოივლება ჩურჩხელები, იქვე განთავსებული იქნება გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი არტეფაქტების, ხელნაკეთი ნივთების და სხვადასხვა სახის გამოფენები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება თიხის დამუშავების მასტერკლასები.

მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა. გაიმართება ქართული ჭიდაობის ტურნირი.

14:30 - საათზე გამგზავრება „გადაჭრილ გორა“-ზე, სადაც მოეწყობა ფოტო - გამოფენა. პრეზენტატორი სტუმრებს ადგილზე გააცნობს ისტორიულ ცნობებს გორა-ნამოსახლარისა და მსოფლიოში მეღვინეობის პირველადი კერის შესახებ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია