საზოგადოებრივი მოძორაობა „ლელოს“ წევრები მარნეულელ აქტივისტებს შეხვდნენ
დღეს, 9 ოქტომბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წარმომადგენლები მარნეულელ სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდნენ.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მოძრაობის წევრმა ნიკა ჩერქეზიშვილმა თქვა, შეხვერის მთავარ მიზანს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების, ადგილობრივი მოსახლეობისაგან, გაგება წარმოადგენს.

„ადგილობრივებისაგან უნდა მოვისმინოთ მათი შეხედულებები პრობლემებთან დაკავშირებით, ცხოვრებისეულ მოვლენებთან დაკავშირებით. მათგან მივიღოთ ინფორმაცია და შევთავაზოთ ჩვენი დახმარება პრობლემების მოგვარებაში. ასევე, შეხვედრის მიზანია ერთობლივად დავსახოთ და მივყვეთ იმ გზებს, რომლის საშუალებითაც უკეთესს გავხდით ჩვენს ცხოვრებას“ - გვითხრა ნიკა ჩერქეზიშვილმა

საზოგადოებრივ მოძრაობასთან შეხვედრის დროს მარნეულელმა აქტივისტებმა ყურადღება ისეთ პრობლემებზე გაამახვილეს როგორიცაა ნეპოტიზმი, ქართული ენის ცოდნის დონე, სოფლის მეურნეობა და სხვა.

როგორც „ლელოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, საზოგადოებრივ მოძრაობაში გაწევრიანება ყველა მსურველს შეეძლება. მათივე თქმით, აღნიშნული ხასიათის შეხვედრები მარნეულში კვლავ გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძემ ახალი მოძრაობა “ლელო” 12 სექტემბერს დააფუძნა.

რადიო „მარნეული“


Print