სიახლე
"შიდაპარტიული საქმე იყო, არ არის საიდუმლო ეს" - რუსლან გაჯიევი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე
გუშინ, 8 ოქტომბერს, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვემო ქართლის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი ფოტოები „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნდა. შეხვედრას მარნეულის მერი ზაურ დარგალი, მარნეულელი დეპუტატები, რუსლან გაჯიევი, თამაზ ნავერიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ესწრებოდა.

რადიო „მარნეულმა“ მხოლოდ ამირან გიორგაძესთან და რუსლან გაჯიევთან შეძლო კომენტარის ჩაწერა. როგორც ისინი აცხადებენ, შეხვედრაზე შიდაპარტიული საქმეები განიხილეს.

„რეგიონალური პარტიული პრობლემების განხილვა , შიდაპარტიული საქმე იყო - არ არის საიდუმლო ეს. უბრალოდ, შიდა პარტიული თემები იყო როგორია მდგომარეობა პარტიის შეგნით. სამუშაო „ხარაქტერი“ იყო - გვითხრა რუსლან ჰაჯიევმა.

„იყო შეხვედრა პარტიულ თემებზე. პარტიის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რიონული ორგანიზაციების გაძლიერებაზე და მომზადება საარჩევნოდ - მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვი
“ - თქვა ამირან გიორგაძემ.

ბიძინა ივანიშვილთან შხვედრას გარდაბნის დეპუტატი სავალან მირზოევიც ესწრებოდა, რომელმაც ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ , „ქართული ოცნების“ პრესამსახურის ინფორმაციის გაცნობა გვირჩია.

„თვითონ ოცნების პრესსამსახურმა გაავრცელა შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია, შეგიძიათ წაიკითხოთ, გაეცნოთ" - თქვა სავალან მირზოევმა და სხვა არაფრის თქმა ისურვა.

როგორც „ქართული ოცნები“ ფეისბუქ გვერდზე წერია, შეხვედრაზე რეგიონში პრობლემების გადაჭრის გზებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი.

რეკანის ფოტო აღებულია ზაურ დარგალის ფეისბუქ გვერდიდან. 

| Print |