სიახლე
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, გიორგი ჭაუჭიძეს, მერიამ 2 000 ლარი გადასცა
2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, გიორგი ჭაუჭიძეს, მარნეულის მერიამ ფულადი ჯილდო 2 000 ლარი გადასცა. ღონისძიება დღეს, 9 ოქტომბერს, კულტურის სახლში გაიმართა.

მასწავლებელის 2019 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მარნეულელი პედაგოგი, გიორგი ჭაუჭიძე გახდა. მას საპრიზო თანხა 10 000 ლარი გადაეცემა. გამარჯვებული დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოვლინდა.

პედაგოგობის გამოცდილება გიორგის არაერთი წელია აქვს, თუმცა მარნეულში მუშაობა მან პირველად 2012 წელს სოფელ შაუმიანშის N3 საჯარო სკოლაში დაიწყო. ახლა ის მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად მუშაობს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია