მარნეულში სასმელი წყლის ხაზის შეცვლის პროექტის ღირებულება 3.5 მილონ ლარზე მეტია
“10 სოფელს სასმელი წყალი მიეწოდა, მაგრამ მილია შესაცვლელი სოფელ ქუთლიარში, ალგეთში და კაპანახჩიში, რამდენიმე დღეა მოსახლეობას სასმელ წყალს არ მიეწოდებოდა და დღეიდან წყლის მიწოდება აღსდგა“- ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას შპს „მარნეულის სოფწყალის“ დირექტორმა ნაბი აბდულაევმა ისაუბრა. მისი თქმით, დიდი მუღანლოს ტერიტორიაზე გამავალი მილის ხაზზე, ორ მეტრამდე მონაკვეთზე, ავარია მოხდა და ამიტომ წყლის მიწოდება შეაჩერეს.

„უკვე ამ სოფლებში წყლის მიწდოება აღსდგა. ავარიის გამომწვევი ნაწილი უკვე შეცვილილია. ორი დღის განმავლობაში თანამშრომლები მუშაობდნენ და გუშინ საქმეებს მორჩნენ და წყალი მიაწოდეს“ - ამბობს ნაბი აბდულაევი

ნაბი აბდულაევის თქმით, 14 კკილომეტრიანი მილი ავარიულ მდგომარეობაშია და მერია ამ პროექტზე უკვე მუშაობს. ახლო მომავალში პროექტის შესრულებას დაიწყებენ. მაგრამ ზსუდად როდის, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ჩვენ შპს „რუსთავ წაყლი“-დან იჯარაით ავიღეთ 13 კმ-იანი სასმელი წყლის ხაზი. მისი მთლიანად შეცვლისათვის პროექტს ვამზადებთ რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება. პროექტის ღირებულება კი 3,5 მილიონ ლარზე მეტია“- ამის შესახებ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმამ ისაუბრა. მისი თქმით პროექტი უკვე მზადაა და საკრებულოსა და რეგიონალური განვითარების ფონდის კომისიის მიერაც მოწონებულია.

„წელს პრემიერ-მინისტრის მიერ გარკვეული ცვლილელები უნდა განხორციელდეს და ჩვენ მის ბრძანებას ველოდებით. ჩვენი პროექტისთვის რეგიონალური განვითარების ფონდი გამოყოფს დაფინანსებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ იანვრამდე ტენდერს გამოვაცხადებთ, გაზაფხულის თვეებში კი პროექტს შევასრულებთ“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

ზაურ დარგალი ამბობს, რომ გეგმის მიხედვით, მაგისტრალური ხაზის ცვლილების შემდეგ სასმელი წყლის მიწდოება 9 სოფელში მოხერხდება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ქურთლიარში, ალგეთში და კაპანახჩში რამდენიმე დღეა სასმელი წყლის მიწდოება შეჩერებული იყო. 10 ოქტომბერს წყლის მიწოდება აღსდგა.

რადიო "მარნეული"


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები