სიახლე
მარნეულის მერიას შვიდი საშტატო ერთეული დაემატა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საშტატო ნუსხა გაზარდა. საშტატო ნუსხის გაზრდას მხარი საკრებულომ 15 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე დაუჭირა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურეობის განყოფილებაში სამი შტატი ემატება.

„ეს განპირობებულია მოქალაქეთა მომსახურეობის სერვისის ცვლილებით და განვითარებით. მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითაც აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობა გარკვეულ სახესხვაობას და სერვისის გაუმჯობესებას ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით“ - განაცხადა ნინო დეკანოიძემ

დეკანოიძის განცხადებით, მოსალოდნელი ცვლილებების გათვალისწინებით და ფუნქცია-მოვალეობების გაზრდის გამო შტატის გაზრდა მიზანშეწონილია.

სამი საშტატო ერთეულით იზრდება მარნეულის მერიის აუდიტის სამსახურიც.

„მოგეხსენებათ, რომ აუდიტის სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს, მაგრამ უმჯობესია გარკვეული საკადრო რესურსის გაძლიერება. ერთი შტატი არის ინსპექტირების განყოფილებაში, ხოლო დანარჩენი ორი აუდიტში“ - ამბობს ნინო დეკანოიძე

აღსანიშნავია, რომ ერთი საშტატო ერთეული ემატება მარნეულის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრულ განყოფილებასაც.

აღნიშულ ცვლილებებამდე მარნეულის მერიაში 214 შტატი ფუნქციონირებდა. ამ ეტაპზ მერიაში 221 შტატია.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია