მელიორაციის სამსახური მარნეულის შავი არხის გაწმენდას 21 ოქტომბერს გეგმავს
„შავი არხი“ კვლავ დაბინძურებულია. მარნეულში, ჟორდანიის ქუჩაზე ადვილად შეამჩნევთ წყალში მოტივტივე პლასტმასის ბოთლებს და სხვა ნარჩენებს. არც არხის ირგვლივ შეიმჩნევა სისუფთავე. ანტისანიტარია და უსიამოვნო სუნი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს.

რადიო მარნეული „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსს დავით კიკოლაშვილს ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ კონკრეტული პრობლემის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. არხების დასუფთავება კი მოსახლეობის მიმართვიანობის საფუძველზე ხდება.

ჩვენ სისტემატიურად ვახდენთ რეაგირებას როგორც კი უბნის უფროსები ან მოსახლეობა წერილით მოგვმართავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებითი მომართვა არ დაგვჭირდება, ვინაიდან, უკვე ვიცით პრობლემის შესახებ ინფორმაცია. დღეს მოხდება ადილის დათვალიერება, შეფასდება რა დონის სამუშაოებია გასაკეთებელი“

რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას, დავით კიკოლაშვილის თქმით, არხი ორშაბათს დასუფთავდება.

ამჟამად არხი ასე გამოიყურება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები