სოფელი მარნეულში, სადაც სახლებში ონკანიდან წყალი პირველად წამოვიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ულაშლოში, სადაც 700-მდე ადამიანი ცხოვრობს, სახლებში ონკანიდან წყალი 21 ოქტომბერს პირველად წამოვიდა. ადგილბრივებს წლებია სამელი წყლის სახლში მოზიდვა სოფელში არსებული ერთადერთი წყაროდან უწევდათ.  წყარო კი ფაქტობრივად ხალხმრავლობის გარეშე არავის ახსოვს.



„წყაროზე ძალიან ცოტა მოდიოდა წყალი, მთელი დღის განმავლობაში რიგში იდგნენ რომ წყალი მოეტანათ სახლში. დღეს ყველა გახარებულია. წყალი ხომ მეორე სიცოცხლეა, ყველა მადლობელია. მთელი სოფელი წყაროს წყლით სარგებლობდა, დასალევი წყალი ეგ იყო, სარეცხისთვის კი არხის წყლი. სხვა გამოსავალი არ იყო“, - თქვა გოჩა ოთარაშვილმა

მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა, მამედოვების ოჯახში წყალი თავადვე დააგემოვნა და ადგილობრივებს წყლის მოსვლა მიულოცა.

„სოფელ ულაშლოში სახლებში წყალი არასდროს ყოფილა, რაც უკვე მოგვარებულია. ჩვენ დაახლოებით 700 000 ლარიანი პროექტი განვახორციელეთ და სოფელს მიეწოდება ხარისხიანი წყალი. ამავე სოფელში გვექნება გზის გახსნაც, რისთვისაც მილიონიანზე მეტი პროექტი განხორციელდა. ულაშლოელების ორი აქტუალირი პრობლემა სასმელი წყალი და გზა იყო, რაც უკვე მოგვარებულია“,- თქვა ზაურ რაგალმა

მარნეულის მერის თქმით, სასმელი წყლის პრობლემა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გვარდება. ამბობს, რომ დაახლოებით 10-მდე სოფელი დარჩა, სადაც წყლის სისტემის მოწყობას მერია 2022 წლისთვის გემავს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები