მარნეულის მერია გაჩერებებთან მდებარე უფუნქციო ჯიხურებს გააუქმებს
ალბათ ყველას შეგინიშნავთ მარნეულში გაჩერებებთან მდებარე პატარა უფუქციო ჯიხურები. ზოგი ნაგვის ბუნკერადაა ქცეული, ზოგიც კი შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საუბარია N5 საჯარო სკოლის წინ მდებარე ჯიხურთან, რომლის მინები სრულიად დამსხვრეულია და ძირსაა მიმოფანტული.


კიდევ ერთი ჯიხური რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შუქნიშანთან, სანაგვე ურნადაა ქცეული.



გარდა იმისა, რომ ჯიხურებზე სხვადასხვა სანფორმაციო ბროშურებია მიკრული და წინასაარჩევნოდ ფენებად დარჩენილი კანდიდატების პლაკატები, სხვა დატვირთავა არ აქვს. ჯიხურები რომ გამოუსადეგარია ამაზე მერიაშიც საუბრობენ და განმარტავენ, რომ ყველა მათგანს, ახლო მომავალში აიღებენ.

აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქალაქში თანამედროვე ტიპის გაჩერებები დამონტაჟდეს. პირველ ეტაპზე 20-მდე გაჩერებაზე ვსაუბრობთ. ეს ტერიტორიები უკვე შერჩეული გვაქვს, თითო არის დაახლოებით 10 კვადრატი. თითქმის ბოლოში ვართ გასულები და უახლოეს პერიოდში დაიწყება ეს პროცესი. მე შეგნებულად არ დავასახელებ თარიღს, მაგრამ მალე დაიწყება. ძველი და მწყობრიდან გამოსული გაჩერებები შეიცვლება ახლით. თან ამაში მუნიციპალიტეტი თანხას არ დახარჯავს, პირიქით მიიღებს თანხას მიწის იჯარიდან“, - გვითხრა მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე

რატომ გახდა აღნიშნული ჯიხურების განთავსება საჭირო, ამას ვერც ლობჯანიძე იხსენებს და ამბობს, რომ ახალი გაჩერებები ჯიხურების გარეშე იქნება.

„ჩვენ გავაუქმებთ ამ ჯიხურებს, მხოლოდ მოსაცდელები იქნება, რომ მგზავრებმა კომფორტულად შეაფარონ თავი და დაელოდონ ტრანსპოტს. მხოლოდ ამ ფუნქციით იქნება დატვირთული და იქ არანაირი ჯიხური არ იქნება“, - თქვა ლაშა ლობჯანიძემ

მარნეულში გაჩერებებთან სულ ხუთამდე უფუნქციო ჯიხური დგას.

Print