მარნეულის მერი მოსახლეობას რუსთაველის ქუჩაზე გარე განათების სრულიად შეცვლას დაჰპირდა
მარნეულის მერი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საკრებულოს წევრები დღეს, 6 ნოემბერს, მარნეულის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდნენ.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, მოსახლეობისაგან მოისმინა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა შიდა გზების, გარე განათების, გაჩერებებისა და რეკრეაციული ადგილების პრობლემა.

„ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ცენტრალურ ქუჩაზე ჩვენ მთლიანად შევცვლით გარე განათებას, ახალი გაჩერებები იქნება, შუქნიშანს შევცვლით, სკვერების რეაბილიტაციაზე კონკურსი გამოცხადდება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქალაქში არსებული პრობლემები მოგვარდეს“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

მარნეულის მერთან შეხვედრაზე მისული მოსახლეობის ნაწილმა მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე ისაუბრეს. მოსახლეობის თქმით, ძაღლები ჯგუფებად გადაადგილდებიან, რაც მოქალაქეებში შიშის განცდას იწვევ.

მარნეულის მერიის წარმომადგენლები მოსახლეობას პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხვდებიამ. პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და 2020 წლის ბიუჯეტის ამ საჭიროებების მიხედვით დაგეგმვას.

რადიო „მარნეული“

Print