აუდიტის ანგარიშზე თვითმმართველობისთვის კითხვების დასმას, იმამყულიევი საკრებულოს სხდომაზე გეგმავს
პარტია „ევროპული საქართველოს“ მარნეულის საკრებულოს წევრი, ახმედ იმამყულიევი, აუდიტის ანგარიშზე თვითმმართველობისთვის კითხვების დასმას, საკრებულოს სხდომაზე გეგმავს.


„ჩვენ ვემზადებით 2020 წლის საბიუჯეტო განხილვისთვის, სადაც მერიც იქნება და საკრებულოს წარმომადგენლებიც იქნებიან საკრებულოს სხდომაზე.  ამ დღეს პირდაპირ უნდა ვკითხოთ ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებსაც რატომ იყვნენ ჩუმად. როგორც იცით, მერია ჩვენ ინფორმაციას არ გვაძლევს, როცა ვწერთ არასრულ პასუხებს გვწერენ და სულ გვეუბნებოდნენ ეს შეგიძლიათ ნახოთ რაღაც ვებ-გვერდებზე და საიტებზე. ეს წერილებიც მაქვს მე შენახული. სწორედ ამ დღეს ვგეგმავთ ყველაფერი ერთად ვკითხოთ ქართულ ოცნების წარმომადგენლებს პირველ რიგში საკრებულოს თავმჯდომარეს.“ - თქვა ახმედ იმამყულიევმა და აღნიშნა, რომ აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ზოგადად საგანგაშოა, მაგრამ ის რამდენიმე განსაკუთრებულ საკითხს გამოყოფს საწვავს, შპს „ავტოპარკის“ თემას და  სარესტორნო მომსახურებაში დახარჯულ თანხებს.

ეს ყველაფერი ჩვენი ჯიბეებიდან მიდის. აქედან გამომდინარე, რთულია კონკრეტული საკითხების დასახელება, მაგრამ აუდიტის დასკვნაში ასახული კანონდარღვევა არის მწვავე. მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველა თეთრი ეკუთვნის მარნეულის მცხოვრებლებს.“ - თქვა ახმედ იმამყულიევმა დაანონსა, რომ საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტთან დაკავშირებით, ერთი შეთავაზება აქვს, თუმცა დეტალებს ჯერ ვერ გვიმხელს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის ანგარიშთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017-2018 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტი არაეფექტურად გახარჯა.
Print