მარნეული
მარნეულის ყოფილი მერი საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელიც არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აბაზოვი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.

როგორც On.ge-სთან მიცემულ ინტერვიუში ყოფილი მერი ამბობს, შეუძლია გვერდში დაუდგეს სპორტს.

"შემიძლია დავეხმარო სპორტს, მესმის სპორტი, სპორტით ვარ დაკავებული, დროც მაქვს ამის, აქედან გამომდინარე უარი ვერ ვუთხარი სპორტსმენებს. უნდოდათ და ამირჩეს მიუხედავად იმისა რომ ბრალდებული ვარ".

რამდენიმე თვის წინ, რადიო "მარნეულმა" ინტერვიუ ჩაწერა აბაზოვთან. მაშინ ის მწვრთნელის სტატუსით სარგებლობდა სამჭიდში. სპორტით კი დიდი ხანია დაკავებულია.

7 წელი მარტო კლასიკურ ჭიდაობაზე დავდოდი. ვარჭიშით სულ ვვარჯიშობდი სკოლის პერიოდიდან", - გვითხრა თემურ აბაზოვმა

თემურ აბაზოვი მარნეულის მერი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გახდა. თემურ აბაზოვს მარნეულის მერის თანამდებობა რვა თვის განმავლობაში ეკავა.

14 ივნისს პროკურატურამ ბრალი მარნეულში მცხოვრები ელჩინ ალაჰვერდიევის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი ქმედების გამო წაუყენა.  აბოზოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მის საქმესთან დაკავშირებული საგამოძიებო პროცესები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.



| Print |