404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/19/b7756cb2c13cf8c8fd32a7f27242f69c.jpg" not exists.

ნავერიანი ამბობს, რომ შინაგანი დაბრკოლების გარეშე შეიკავა თავი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით
„უნდა დადგეს დრო, ვინც როგორ ფიქრობს, ვის უნდა მისცეს ხმა და ვის არა, ეს არ უნდა იყოს ზეწოლისა და კარნახის ქვეშ. ჩვენ ვიყავით თავისუფლები ამ გადაწყვეტილებაში და მე თავი შევიკავე“ - ეს განცხადება რადიო მანეულთან საუბრისას მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პროპორციული სისტემის კანონპროექტის კენჭისყრისას ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

„როცა ამ ცვლილების ინიცირება გაკეთდა, მაშინ ჩვენ ვიფიქრეთ შევიდოდით დისკუსიაში , გავარკვევდით ერთმანეთის პოზიციას რა ექნებოდა ამ ყველაფერს პლიუსი და მინუსი . მე იქედან გამომდინარე შევიკავე თავი, რომ 2024 წელს უკვე პროპორციულ სისტემაზე გადავალთ. „

თამაზ ნავერიანი მიიჩნევს, რომ მარნეულში განხორციელებული პროექტები, თუნდაც მასშტაბური წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტი საკუთარი დამსახურებაცაა.

„ზუსტად გამოვიყენეთ მაჟორიტარული მანდატები მე და რუსლან გაჯიევმა იმისთვის, რომ ამისთვის მიგვეღწია. ის, რომ 2020 წლის დასაწყისში ჩვენ სტადიონი გვექნება, გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს დიდი მიღწევები რეგიონალური დაფინანსებისგან და ფონდებისგან. ფაქტორივად ჩვენი ამ სისტემის დამსახურეებაა (არა მთლიანად, მაგრამ ნაწილობრივ), რომ მარნეულში არცერთი სოფელი წყლის გარეშე არ იყოს, ასფალტის გარეშე არ იყოს და აქედან გამომდინარე ჩავთვალე, რომ ნაადრევი უნდა ყოფილიყო ეს ჯერ (პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა) ამიტომ თავი შევიკავე ხმის მიცემისგან.

ნავერიანი ამბობს, რომ რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ არანაირი „შინაგანი დაბრკოლება არ ჰქონია“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები