მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია კირაჩ მუღანლოელ მუშებს ხელფასებს არ უხდის
უკვე დაახლოებით 7 თვეა რაც სოფელ კირაჩ მუღანლოში სასმელი წყლის ხაზი გაყავთ. სოფლის მაცხოვრებლები, რომლებიც ხაზის გაყვანის სამუშაოებს ატარებდნენ, უკვე 5 თვეა ხელფასს ვერ იღებენ. მათი თქმით, ადრე ხაზის გაყვანას სხვა კომპანია აწარმოებდა. შემდეგ, ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა და მასში გამარჯვებულმა კომპანიამ ძველი თანამშრომლები ახლებით ისე ჩაანაცვლა, რომ მათთვის ხელფასები არ გადაუხდია.

„მუშები თავიანთი ჯიბიდან საწვავის ფულს იხდიდენ, ყველანირი სირთულის მიუხედავად მუშაობდნენ და მათ ხელფასი არ მისცეს. ყველგან მივმართეთ, მაგრამ არანაირი პასუხი არაა“- აბობს მაცხოვრებელი რომელიც ხელფასს არ უხდიან.

სოფლის მაცხოვრებლები მარნეულის მერს ზაურ დარგალს შეხვდნენ და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. როგორც რადიო „მარენულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა განაცხადა, კირეჩ მუღანლოში სასმელი წყლის შეცვლასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი კომპანია, შპს „მილმშენი“ მუშაობს რომელიც სამუშაოებს სავარაუდოდ ერთ თვეში დაასრულებს.

„რაც ეხება ვალებს, ჩვენთანაც იყვნენ მოქალაქეები, რამოდენიმე მოქალაქე. ინფორმაცია გვაქვს და მშენებელიც გაფრთხილებული გვყავს, რომ მოქალაქეებს ხელფასები მისცენ“ - განაცხადა ზაურ დარგალმა

კომპანია „მილმშენის“ დირექტორმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ის კომპანიის დირექტორად თვენახევრის წინ დაინიშნა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. გვეუბენბა, რომ ძველი დავალიანება ძველ ძელმძრვანელობას უნდა მოვკითხოთ.

„ჩემამდე ინფორამცია არ არის მოსული თუ რა დავალიანებებია. ის თანამშრომლები, რომლებიც ამბობენ, რომ ხელფასები არ აუღიათ ძველ დირექტორთან ერთად უნდა მოვიდნენ და გავერკვევით საქმეში“ - გვეუბნება შპს „მილმშენის“ ხელმძღვანელი

აღსანიშნავია, რომ კირაჩ მუღანლოში მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულებს შრომითი ხელშეკრულებები დამსაქმებლებთან გაფორმებული არ აქვთ.

რადიო „მარნეული“


Print