სიახლე
საჯარო მოხელეების დისციპლინარულ გადაცდომაზე მოქალაქეებს შეუძლიათ მერიის შიდა აუდიტს მიმართონ
მარნეულის მერიაში შიდა აუდიტის სამსახურის საინფორმაციო ნომერი ამოქმედდა. სიახლე მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული, სადაც ინფორმაციის გაანალიზებისთვის ოთხი ძირითადი კომპონენტია გაწერილი, თუმცა, ტექსტში კარგად არ ჩანს რაზეა საუბარი.



შესაძლოა ითქვას, რომ ეს ნომერი ერთვგვარ დაბნეულობას იწვევის იმ ფონზე, როდესაც მერიაში უკვე მოქმედებს ცხელი ხაზი (591 95 95 09), თუმცა როგორც ამბობენ, ეს ორი ერთანეთისგან ნამდვილად განსხვავდება. დეტალებში მერიის შიდა აუდიტის უფროსმა ბოსო ნიჟარაძემ გაგვარკვია და თქვა, რომ მითითებულ ნომერზე დარეკვისას (+995) 591 97 68 51 მოქალაქეები მერიის შიდა აუდიტის განყოფილებაში მოხვდებიან, სადაც შეეძლებათ ერთგვარი „პრეტენზიების’“ გამოხატვა საჯარო მოხელეებთან მიმართებაში.

„მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა საჯარო მოხელის დისციპლინარული გადაცემის თაობაზე მომართოს პირდაპირ შიდა აუდიტის სამსახურს. ამ საინფორმაციო ცენტრის ძირითადი არის არის ეს. მერიის ფუნქციები და უფლებამოსილებები, რომელსაც ესა თუ ის საჯარო მოხელე ახორციელებს, ზოგადად ყველაფერს მოიცავს. ანუ, საჯარო მოხელის საქმიანობის პროცესიდან გამომიდინარე მოქალაქეს, ადგილობრივ მცხოვრებს ეძლევა შესაძლებლობა მისი პოზიცია გამოხატოს, ირღვევა თუ არა მისი უფლება, რა სახის უფლებაზე ზოგადად საუბარი , გვაქვს თუ არა რაიმე დისციპლინარულ გადაცდომასთან საქმე საჯარო მოხელის მხრიდან“, - თქვა ბესო ნიჟარაძემ და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევევაში თუ გადაცდომა (საჯარო მოხელის) აღემატება შიდა აუდიტის ფუნქციებს და სხვა სახის რისკები გამოვლინდება, ამ შემთხვევაში მერია სხვადასხვა სტრუქტურებს ჩართავს.

მერიის შიდა აუდიტში განმარტავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის მომსახურეობის გაწევაცაა შესაძლებელი.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია