სიახლე
პირველ და მეორე ქესალოში ნაგვის ურნები არაა (+ფოტო, ვიდეო)
მარნეულის რაიონის სოფელ პირველ და მეორე ქესალოს მოსახლეობა სოფლებში ნაგვის ურნების არარსებობას გამო წუხან. პირველ ქესალოში შესვლისთანავე შეიმჩნევა გზის პირას დაყრილი ნაგავი. სოფელში ერთი ნაგვის ურნაც კი არაა.

სოფლის მოსახლეობას ნარჩენების დაწვაც აშინებს, რადგან ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური აჯარიმებენ.

„ნაგვის გადასაყრელად ადგილი არ არის, ხანდახან მანქანაში ვდებთ და სადმე თუ მივდივართ სხვაგან ვაგდებთ. ზოგი წვავს. მეუღლემ რომ გადაყარა ნაგავი 80 ლარით დააჯარიმეს“ - აცხადებს სოფლის მაცხოვრებელი

სანაგვეების არარსებობის გამო მათ ბაღში ორმო გათხარეს და ნარჩენევს იქ აგროვებენ. როცა ქარი ქრის ნაგავი გარშემო იფანტება და არასასიამოვნო სუნს ქმნის.




მე
ორე ქესალოში პრობლემა განსხვავებულია. სოფელში რადმინემე ნაგვის ურნა დევს. მაგრამ მოსახლეობა ამბობს, რომ ურნები სოფლიდან შორსაა. სოფლის მაგისტრალური გზის პირას ერთი ნაგვსი ურნის ნახვაა შესაძლებელი. ვინაიდან ერთი ნაგვის ურნა საკმარისი არაა, ნარჩენებს მოსახლეობა მის ირგვლივ ყრის. მაცხოვრებლების თქმით, წინასაარჩევნოდ სოფელში კანდიტატები მოდიან და მათი პრობლემების მოგვარებას პირდებიან.

„არჩევნები დამთავრებულია, სანამ აირჩევენ მანამდე პირდებიან, შემდეგ კი ტელფონის ნომრებს ცვლიან. არაფერსაც არ აკეთებენ. სეოფელში დეპუტატიც ავარჩიეთ და ისიც არ ინტერესდება მდგომარეობით“- ამბობს მეორე ქესალოს მკვიდრი

მოსახლეობა აცხადებს რომ ამრნეულის მერი ზაურ დარგალი მათ შეხვდა და პრობლემის შესახებ მასაც უთხრეს.

შპს „სუფთა მარნეულის“ ხელმძღვანელი რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს.



Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/marneulifm/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია