სიახლე
მარნეულის მერია 2020 წელს საშუალოდ 20 ახალგაზრდული პროექტის დაფინანსებას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტად კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი განისაზღვრა.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის სპეციალისტმა ლევან გაბაძემ თქვა, მერია 2020 წლისათვის ახალგაზრდული პროექტების დაფინანსებას გეგმავს.

„ახალგაზრდული მიმართულებით ბიუჯეტის გეგმა გაზრდილია დაახლოებით ცხრაჯერ. თუ 2019 წლის ბიუჯეტის გეგმაში გათვალისწინებული იყო 20 000 ლარი დაახლოებით, მიმდინარე გეგმაში გვაქვს 175 000 ლარი, რომელიც დაიხარჯება ახალგაზრდობისთვის სხვადასხვა პროგრამების საშუალებით“ - განაცხადა ლევან გაბაძემ ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე პრეზენტაციის გაკეთებისას

მერიის წარმომადგენლის თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული იდეების კონკურსის გამართვაა დაგეგმილი, რომლის მიხედვითაც მერია საშუალოდ 20 პროექტს დააფინანსებს. თითოეული პროექტის საშუალო ღირებულება 3 000 ლარს შეადგენს, ყოველწლიურად კი, კონკრეტულად ამ პროგრამისათვის, 60 000 ლარი იქნება გამოყოფილი.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია