სიახლე
მარნეულის მერიამ კალათიანი ამწეების შესაძენად 227 760 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მერიამ ორი ერთეული კალათიანი ამწის შესასყიდად 227 760 ლარად ტენდერი გამოაცდახა. როგორც მარნეულის მერიაში განმარტავენ, ამწეების შესყიდვა ხარჯების ეფექტიანად მართვისთვის გადაწყვიტეს, ვინაიდან, გარე განათებების დამონტაჟების პერიოდში ამწეების ქირაობა პერიოდულად უწევდათ.

ახალ ამწეებს ექსპლუატაციისთვის შპს „სუფთა მარნეულს“ გადასცემენ, რომელსაც ამწეების მოვლა-პატრონობა დაეკისრება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ავტომობილი შემდეგ მახასიათებლებს უნდა აკლმაყოფილებდეს:


1. გამოშვების წელი არანაკლებ 2018-2019 წლის ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი;
2. ფერი - ნებისმიერი;
3. საჭე - მარცხნივ, ჰიდროგამაძლიერებლით;
4. ძრავის ტიპი - დიზელი;
5. ძრავის მოცულობა - არანაკლებ 3
6. ძრავის სიმძლავრე - არანაკლებ 85 ცხენის ძალა
7. დასაჯდომი ადგილების რაოდენობა- არანაკლებ 2+1 მგზავრისათვის
8. საწვავის ავზის მოცულობა - არანაკლებ 60 ლიტრი
9. სატრანსპორტო საშუალების ზომა - არანაკლებ 5455მმ/1750მმ/2095მმ
10. გადაცემათა კოლოფი - მექანიკური


ამწეების შესყიდვისათვის მერიამ ტენდერი 26 ნოემბერს გამოაცხადა. პრეტენდენტებს მასში მონაწილეობა 6-9 დეკემბრის პერიოდში შეეძლებათ. 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია